საქართველოში TOYOTA-ს პირველი ოფიციალური დილერის „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მომხმარებელს, ტრადიციული სეზონური შეთავაზების ფარგლებში, განახლებული პირობებით სარგებლობა შეეძლება.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქციაში ჩართვას ამჯერად უკვე პირველი და მეორე თაობის Prius-ის მფლობელ ფიზიკურ პირებსაც სთავაზობს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, პირველი და მეორე თაობის Toyota Prius-ის მძღოლები ძრავის ორიგინალი წარმოების ზეთისა და ფილტრის შეძენას სპეციალურ ფასად შეძლებენ.
„იმის გამო, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ არაერთი დაინტერესებული მომხმარებელი დაუკავშირდა, ჩვენს ტრადიციულ შეთავაზებას ახალი პირობები დავამატეთ და ამით პირველი და მეორე თაობის Prius-ის მფლობელთა ინტერესებიც გავითვალისწინეთ. პირველი და მეორე თაობის Prius-ის მძღოლებისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა სპეციალურ ფასად - 100 ლარად იქნება შესაძლებელი. რასაკვირველია, ამ ფასში ავტონაწილების შეცვლის მომსახურებაც შედის. შექმნილ ვითარებაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებელია მომხმარებელი წინასწარ ჩაეწეროს სერვისის მისაღებად“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
როგორც თინათინ მაკარიძე განმარტავს, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სეზონური შეთავაზებით - „ორიგინალი ზეთი, ფილტრი + შეცვლის მომსახურება სპეციალურ ფასად“ კვლავინდებურად ისარგებლებენ ტოიოტას სხვადასხვა მარკის ავტომობილის მფლობელი ფიზიკური პირები.
„Toyota VITZ-ის, IST-ის და YARIS-ის მძღოლებისთვის სპეციალური ფასი შეთავაზებული პაკეტისთვის 100 ლარი იქნება. ამ ტიპის მომსახურებას Toyota Corolla-ს მფლობელებს 120 ლარად გავუწევთ, Toyota Camry-ს, Prius-ის და RAV4-ის მძღოლებს კი - 135 ლარად. ძრავის ზეთი და ფილტრები ისევე, როგორც სხვა ავტონაწილები, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, სპეციალურად ტოიოტას მარკის ავტომობილებისთვისაა დამზადებული. ყველა ავტონაწილი და აქსესუარი უმაღლესი ხარისხისა და ორიგინალი წარმოებისაა. ვფიქრობთ, ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის ფაქტიც, რომ ჩვენს ცენტრში, შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, ნებისმიერ სერვისსა და ავტონაწილზე ფასები არ გაძვირებულა“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ცენტრში მისული მომხმარებელი უმოკლეს დროში განაახლებს ავტომობილს და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების სრული დაცვით მიიღებს.
აქციით სარგებლობის მსურველებს ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, შეუძლიათ დაუკავშირდნენ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ეწვიონ ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე - ხოლო შაბათს - 10:00-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com