კახა კალაძის განცხადებით, „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეჩერდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის ტერიტორიაზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების დროებით შეჩერებასთან დასმულ შეკითხვას უპასუხა.

კალაძის თქმით, პროექტი განხორციელდება, უბრალოდ დროში გადაიწევს.

„ერთი პროექტი რაც შეჩერდება და რაზეც შემიძლია გადაწყვეტით გითხრათ, არის „ვეფხი და მოყმეს“ ტერიტორია, სადაც უნდა გაკეთებულიყო გზაგამტარი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროექტი არ განხორციელდება, ეს გადაიწევს უბრალოდ დროში. სხვა პროექტებთან მიმართებაშიც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.