ორთაჭალაში „რომპეტროლის“ ახალი სადგური გაიხსნა - KMG International ჯგუფი შავი ზღვის რეგიონში ქსელის მასშტაბურ გაფართოებას განაგრძობს

„რომპეტროლის“ ახალი ბენზინგასამართი სადგური ორთაჭალაში, ცენტრალური ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა.

კომპანიამ, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც ქსელის მასშტაბურ გაფართოებას გულისხმობს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 7 ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა, უახლოეს თვეებში კი 4 ახალი სადგურის გახსნას გეგმავს.

ორთაჭალის ახალი ობიექტი აღიჭურვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდის, TOKHEIM-ის გამშვები სისტემით, რომელიც ცნობილია თავისი დოზირების სიზუსტით და მაღალი ხარისხის კომპლექტაციით. სადგურზე კომპანიამ ცხრა ახალი თანამშრომელი დაასაქმა.

„რომპეტროლ საქართველოს“ მფლობელი ჯგუფის KMG International-ის 5-წლიანი სტრატეგია საცალო ბაზარზე ქსელის ინტენსიურ გაფართოებასა და განვითარებას ითვალისწინებს. ჯგუფმა წლის დასაწყისიდან შავი ზღვის რეგიონში 12 ახალი ბენზინგასამართი სადგური გახსნა და უახლოეს მომავალში კიდევ 19 სადგურის გახსნას გეგმავს.

ორთაჭალის სადგურის შემდგომ, კომპანია თავის პირველ ფლაგმან სადგურს ქალაქ ბორჯომში გახსნის, რომელიც „რომპეტროლის“ პირველი სადგური იქნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

„რომპეტროლი“ ძალისხმევას არ იშურებს, რათა მუდმივად დააკმაყოფილოს მომხმარებელთა საჭიროებები და შესთავაზოს მათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ამ რთულ პერიოდში ჩვენ შევძელით არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლებისა და მომხმარებელთა დაცვა და ყველა სამუშაო ადგილის შენარჩუნება, არამედ გავაგრძელეთ ინვესტირებაც, რაც, ცხადია, ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. მოგეხსენებათ, რომ „რომპეტროლი“ საქართველოს ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი გადასახადების გადამხდელი კომპანიაა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით 800 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული“,- აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

კოვიდის პირობებში, ქსელი ოპერირებდა საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების შესაბამისად. ამავე დროს, KMG International-ი აქტიურად უჭერდა მხარს ხელისუფლებას ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლ საქართველომ“ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60, 000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა და ორი თვის მარაგით უზრუნველყო.

COVID-19-ის ფონზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე ჩამსხმელი ოპერატორებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, კომპანიას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები. „რომპეტროლი“ მომხმარებლებს მოუწოდებს, დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი აღიარებულია შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშედ, რომელმაც წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განვითარებით, არამედ ნავთობის ინდუსტრიაში 4 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოიპოვა.

(R)