დაბალი ფასის გამო იტალიელმა ყველის მწარმოებლებმა გადაწყვიტეს, რომ ბაზრიდან პარმეზანის 320 ათასი თავი ამოიღონ. ამის შესახებ La Reppublica წერს.
2019 წლამდე მწარმოებლებმა ყველის გაყიდვიდან მისი ფასიდან გამომდინარე საკმაოდ კარგი შემოსავალი მიიღეს. მაშინ ერთი კილოგრამი პარმეზანი 10,95 ევრო ღირდა. თუმცა მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. როგორც გამოცემა წერს, ჯერ ამერიკამ ევროპაში წარმოებული ყველის იმპორტი 40%-ით დაბეგრა, შემდეგ კი კორონავირუსი გაჩნდა, რამაც პარმეზანის მოხმარება მნიშვნელოვნად შეამცირა, განსაკუთრებით კაფეებსა და რესტორნებში. დღეს კი ერთი კილოგრამი ყველი 7,45 ევრო ღირს, რაც თვითღირებულებაზე ნაკლებია.
სწორედ ასეთი დაბალი ფასის გამო მწარმოებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბაზრიდან ამოიღონ 320 ათასი პარმეზანის თავი და ის უკან, მხოლოდ ხელსაყრელ პირობებში გამოიტანონ. საბოლოო გადაწყვეტილებას იტალიის ყველის მწარმოებელთა ასოციაცია 24 ივნისს მიიღებს.
La Reppublica-ს ინფორმაციით, იტალიური პარმეზანის წლიური ბრუნვა 2.6 მილიარდ ევროს შეადგენს.