კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში საქონლით ვაჭრობა 2020 წლის მეორე კვარტალში შესაძლოა, 18,5%-ით შემცირდეს.
ამის შესახებ აღნიშნულია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) მოხსენებაში.
"პირველ სავაჭრო კვარტალში, საქონლით ვაჭრობის მოცულობა შემცირდა 3% -ით, მეორე კვარტალში კი ამ მაჩვენებელმა შესაძლოა, 18,5% შეადგინოს", - აღნიშნავს ორგანიზაციას.
ექსპერტები ამ ვარდნას ”ისტორიულ“ უწოდებენ. თუმცა, მათი თქმით, სიტუაცია შეიძლება "ბევრად უარესი" ყოფილიყო. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ გაიხსენა, რომ 2020 წლის აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზში განიხილეს პანდემიასთან დაკავშირებით მოვლენების განვითარების ორი სცენარი. შედარებით ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის მოცულობის შემცირებას მიმდინარე წელს 13% -ით, ხოლო პესიმისტური - 32% -ით. „პირველი ვარიანტის განსახორციელებლად, ვაჭრობა ახლა წლის დარჩენილ კვარტლებში 2.5% -ით უნდა გაიზარდოს“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამავდროულად, ექსპერტები თვლიან, რომ 2021 წლის პერსპექტივები გაურკვეველია, რადგან ვაჭრობის შემცირებაზე შესაძლოა, პროვოცირება მოახდინოს ვირუსის მეორე ტალღამ.