ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.
მათი ცნობით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წელს 109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა. 2019–2020 წლებში რეაბილიტირდა 19 გზა. ასევე, აღდგა წყალმომარაგების სამუშაოების დროს დაიზანებული 50–მდე ქუჩა.
,,ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აქტიურად ეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა. ტენდერი გამოცხადებულია 34 გზის რეაბილიტაციაზე. წლის ბოლომდე კი 60–მდე ქუჩა მოეწყობა“, - განაცხადა ზუგდიდის მერმა ერთი წლის ანგარიშის წარდგენის დროს.
ცნობისთვის, გიორგი შენგელიამ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამართულ შეხვედრაზე თანამდებობაზე მუშაობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.