საქსტატი - მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.3 პროცენტით შემცირდა,- ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.

საქსტატის თანახმად, ინდექსის შემცირება ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.3 პროცენტიანი კლებით. ამასთან, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 9.5 პროცენტიანი ზრდით, ასევე სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტით ზრდით.