თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 19 ივლისს დაიწყება და 24 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 19 941 371 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 400 კალენდარული დღეა.
დოკუმენტაციის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე იგეგმება, სანათების, საბავშვო ატრაქციონების, დასასვენებელი ადგილების მოწყობა.