თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს, გლდანი-ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემა.
ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ეს ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ ფართებში ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა მათი დაკანონება ვერ ხერხდებოდა.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს საკმაოდ კარგი პროექტი, ეს არის ბინების გადაცემა, საცხოვრებელი ფართების, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობენ და მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ჩვენ წამოვიწყეთ ეს საკმაოდ კარგი პროექტი, რომლითაც ბევრმა ოჯახმა ისარგებლა და ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. დღეს გლდანი-ნაძალადევის რაიონში 18 ოჯახს გადაეცემა საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მინდა ყველა ამ ოჯახს მივულოცო და წარმატება ვუსურვო. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროექტის განხორციელებას და ვისაც ანალოგიური პრობლემები გაქვთ, მიმართეთ თქვენივე რაიონის გამგეობს და თქვენ მიიღებთ სრულყოფილ ინფორმაციას, თუ რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება“, - განაცხადა კალაძემ.