ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2020 წლის დამტკიცებულ გაზის ბალანსში ცვლილება შეიტანა.
დოკუმენტის განახლებული ვერსიის მიხედვით, საქართველოში გაზის მოწოდების საპროგნოზო მოცულობა 2.562 მილიარდი კუბური მეტრია.
2.338 მილიარდ კუბურ მეტრს, ანუ მთლიანი მოცულობის 91.2 პროცენტს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს, მათ შორის „სოკარისგან“ 1.453 მილიარდ კუბურ მეტრს, შაჰ-დენიზის საბადოდან კი 884.298 მილიონ კუბურ მეტრს.
200 მილიონი კუბური მეტრი აირის მიღებაა გათვალისწინებული რუსეთიდან (7.8 პროცენტი), ადგილობრივი მოპოვების საპროგნოზო მოცულობა კი 11.223 მილიონი კუბური მეტრია (0.4 პროცენტი).
რაც შეეხება მოხმარებას, 2020 წელს ე.წ. სოციალური გაზის საპროგნოზო მოცულობა 1.679 მილიარდი კუბური მეტრია, მათ შორის მოსახლეობის მოხმარება 1.088 მილიარდ კუბურ მეტრს, თბოელექტროსადგურების კი 590.703 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
ამასთან, დოკუმენტის თანახმად, კომერციული სექტორის საპროგნოზო მოხმარება 853.036 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, გაზის დანაკარგი კი სავარაუდოდ, 30.200 მილიონი კუბური მეტრი იქნება.