აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ამბასადორი“ პროექტთან შეუსაბამობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა.
“სააგენტოს მიერ დღეს, 24 ივნისს ჩატარებული მონიტორინგის დროს, ბათუმის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისას დაფიქსირდა წარმოებული სამუშაოების პროექტთან შეუსაბამობის ფაქტი. კერძოდ, მოხდა შენობის სართულიანობის ცვლილება: ნაცვლად 4 სართულისა, ემატებოდა მეხუთე სართული.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევათა ოქმი, რის შედეგადაც შპს „ამბასადორი“ 10 000 ლარით დაჯარიმდა.
გადაწყვეტილება გადაგზავნილია სასამართლოში შემდგომი რეაგირების მიზნით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.