კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ავიაკომპანია Qantas 6 000-მდე თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ავსტრალიის უმსხვილესი ავიაკომპანია Qantas 6 000-მდე თანამშრომელს სამსახურიდან გაათავისუფლებს, რაც კომპანიაში დასაქმებულების 1/5-ს შეადგენს.

BBC-ს ინფორმაციით, ავიაკომპანიის განცხადებით, ისინი იძულებულები არიან დასაქმებულები სახლში გაუშვან, რათა გაკოტრებას გადაურჩნენ.

ამასთან, კრიზისის დასაძლევად ავიაკომპანია აპირებს სახელმწიფოსგან სესხის სახით 1.9 მილიარდი ავსტრალიური დოლარი აიღოს, რაც 1.3 მილიარდ აშშ დოლარს უდრის.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Qantas-მა ახალი ზელანდიის გარდა ყველა საერთაშორისო ავიარეისი ოქტომბრამდე შეაჩერა.