საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 331.16 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით გაიზარდა.
კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2020 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 331.16 მლნ ლარით, ანუ 0.67 პროცენტით გიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.12 პროცენტით გაიზარდა) და 2020 წლის პირველი ივნისისათვის 49.45 მლრდ ლარი შეადგინა.
ამასთან, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.13 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.37 პროცენტია.