მაისში კომერციულმა ბანკებმა წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით ნაკლები სესხი გასცეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 25.40 მლნ ლარით (0.07%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.20%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 34.18 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 28.85 მლნ ლარით (0.20%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.45 მლნ ლარით (0.02%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.20%-ით).
„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.44 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.30%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 12.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.45%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.23%-ით მეტი).
2020 წლის მაისის განმავლობაში 0.29%-ით, ანუ 48.59 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის 16.72 მლრდ ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სებ-ის თანახმად, მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.86 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0.05 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით არ შეცვლილა).