აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების გასაძლიერებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, კოვიდ-19 პანდემიის და მისი შეჩერების ღონისძიებებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის ფონზე მნიშვნელოვანია გავლენა ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაციების ბაზარზე აღმოსავლეთ აზიის განვითარებად ქვეყნებში.

"მთავრობებმა და ცენტრალურმა ბანკებმა ამ რეგიონში ბევრი რამ გააკეთეს კოვიდ-19-ით გამოწვეული ზეგავლენის შესარბილებლად ფისკალური სტიმულირებისა და გამარტივებული ფულადი პოლიტიკის მეშვეობით. თუმცაღა, რეგიონის ეკონომიკისა და ფინანსური ბაზრების გასაძლიერებლად კიდევ ბევრია გასაკეთებელი,"- აცხადებს აზიის განვითარების ბანკის მთავარი ეკონომისტი, იასუიუკი სავადა.