ევროკომისიამ Lufthansa-ს რეკაპიტალიზაციისთვის 6 მლრდ ევროს გამოყოფა დაამტკიცა

ევროკომისიამ გერმანიის მთავრობის მიერ Lufthansa-ს რეკაპიტალიზაციისთვის 6 მლრდ ევროს გამოყოფა დაამტკიცა.

ევროკომისია თვლის, რომ კომპანიისთვის ოფიციალური ბერლინის დახმარების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გადამზიდავი აქციების 20%-ის სახელმწიფოსთვის გადაცემას, სახელმწიფო დახმარების წესებს შეესაბამება.

ამავე დროს, ევროკომისიამ წამოაყენა რიგი მოთხოვნები. კერძოდ, სახელმწიფო სახსრები უნდა დაბრუნდეს დაუყოვნებლივ და ამასთან, Lufthansa-მ ეს დაფინანსება არ უნდა გამოიყენოს ბიზნესის გაფართოებისთვის.

ცნობისათვის, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაკომპანიისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის შესამსუბუქებლად გერმანიის მთავრობამ მაისში კომპანიის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო. დახმარების პაკეტი ჯამში 9 მლრდ ევროს შეადგენს. ამ შეთანხმების თანახმად, მთავრობა მიიღებს კომპანიაში 20% -იან წილს, რომელიც შესაძლოა, 25% -მდეც გაიზარდოს.

ეს "მნიშვნელოვანი თანადგომა" დაეხმარება Lufthansa-ს გაუმკლავდეს პანდემიის მიერ გამოწვეულ ამჟამინდელ კრიზისს“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

”კრიზისული პაკეტის შეთანხმების საფუძველზე, კომპანია შეძლებს თავიდან აიცილოს Deutsche Lufthansa-ში დასაქმებული 22 000 ადამიანის შემცირება“, - ნათქვამია Lufthansa- ს დასკვნაში.

ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ხუთშაბათს აუქციონზე Lufthansa- ს აქციების ფასი 15,5% -ით გაიზარდა. ამ დროისთვის კომპანიის კაპიტალიზაცია 4,078 მლრდ ევროს შეადგენს.

ცნობისათვის, Lufthansa ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გერმანული ავიაკომპანიაა, რომელიც 1953 წელს დაარსდა. კომპანიას ავიაკონცერნი Lufthansa Group-ი ფლობს. ამ უკანასკნელის საკუთრებაშია ავიაკომპანიები Austrian Airlines, SWISS და Brussels Airlines. Lufthansa Group-ის მთელი ავიაპარკი 770 თვითმფრინავისგან შედგება. კომპანიაში 138 300 ადამიანია დასაქმებული. COVID-19-ის პანდემიის გამო, ავიაკონცერნმა ფრენების 95% შეაჩერა.