Tesla კალიფორნიის შტატში, ფრემონტში აკუმულატორების მწაროებელი ქარხნის აშენებას გეგმავს.
აღნიშნული საწარმო 24-საათიანი დატვირთვით იმუშავებს. პროექტის სახელწოდებაა Roadrunner-ი, რომელიც გულისხმობს ელექტრომობილებისთვის ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტის ადგილზე წარმოებას.
ამჟამად Tesla ფრემონტის ქარხანაში მცირე რაოდენობით აკუმულატორებს აწარმოებს. კომპანიამ გაფართოების მოთხოვნით ქალაქის მთავრობას უკვე მიმართა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნებართვის მიღების შემთხვევაში, ქარხნის მშენებლობა დაიწყება და მისი სრული აღჭურვა დაახლოებით 3 თვეში დასრულდება.
დღეისათვის Tesla საკუთარი ავტომობილებისთვის აკუმულატორებს იაპონურ კორპორაციასთან Panasonic-თან ერთად აწარმოებს ნევადის შტატში მოქმედ ქარხანაში. კომპანიას აკუმულატორებს აწვდის ასევე სამხრეთ კორეული კომპანია LG Chem Ltd.