26 ივნისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქობულეთის შემოვლითი გზის გვირაბებში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ლოჭინის“ მიერ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ24 და კმ28 მონაკვეთებზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, 2020 წლის 26 ივნისს 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.
მათი ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად და აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.