ისრაელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა

ისრაელმა კორონავირუსის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველ აგვისტომდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ინფორმაციას Jerusalem Post-ი ავრცელებს.

„მგზავრები, რომლებიც ისრაელის მოქალაქეები არ არიან, ქვეყანაში არ დაიშვებიან,“ - აღნიშნულია წერილში, რომელიც ავიაკომპანიებმა მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შეეხება სატრანზიტო რეისების მგზავრებსაც.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ისრაელმა უცხო ქვეყნების მოქალაქეების ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა მარტში დააწესა.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 22 139 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 308 ადამიანი.