ევროპის 30 ქვეყანაში შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, თუ ამის გაკონტროლება ვერ მოხდება, ჯანდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ მივლენ კოლაფსის ზღვრამდე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ, განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატება შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაიწყო.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში 30 ქვეყანაში ახალი შემთხვევების მატება შეინიშნება. აქედან 11 ქვეყანაში კორონავირუსის გადაცემის დაჩქარებულმა ტემპებმა ვირუსის მნიშვნელოვანი გამოცოცხლება გამოიწვია. თუ ეს არ გაკონტროლდა, ევროპის ჯანდაცვის სისტემები კიდევ ერთხელ მივლენ კოლაფსის ზღვრამდე“, - განაცხადა კლუგემ.