კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. კომპანია კანონით დაკისრებულ ვალდებულებებსა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს მეცხრე თვეა არ ასრულებს. ამის შესახებ ინფორმციას კომუნიკაციების კომისიია ავრცელებს.
მათივე ინფორმაიციით, „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა პირველ აგვისტომდე აქვს.
მათივე ცნობით, გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ წილების მფლობელი ყველა ბენეფიციარი მესაკუთრის, მათ შორის, ბოლო ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნული ინფორმაციის წარმოსადგენად კომპანიას ორ კვირიანი ვადა განუსაზღვრა.
"შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა, ხოლო სამართალდარღვევის აღმოუფხვრელობის გამო, 2020 წლის 6 თებერვალს კომისიამ კომპანიას ჯარიმის სახით 90 000 ლარი დააკისრა. სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად და წილის გასხვისებამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვადა „კავკასუს ონლაინს“ 22 თებერვლამდე ჰქონდა, თუმცა მისი მხრიდან ვალდებულება მაშინაც არ შესრულებულა. 2020 წლის 12 მარტს კი, კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 270 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.