კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, ინდოეთში სარკინიგზო მიმოსვლა 12 აგვისტომდე შეწყდა

„ინდოეთის რკინიგზამ“ ყველა სამგზავრო, საფოსტო და ექსპრეს-მატარებლის მოძრაობა 12 აგვისტომდე შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

„ინდოეთის რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ იმ მგზავრებს, რომლებსაც ბილეთები დაჯავშნული აქვთ, გადახდილ თანხას უკან დაუბრუნებენ.

ცნობისათვის, ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 490 000-ს გადააჭარბა, რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ისგან 15 301 ადამიანია დაღუპული.