ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით გაშენებული დენდროლოგიური პარკი მნახველებისთვის მალე გაიხსნება.
გავრცელებული ინფორმაციით, პარკი სტუმრებს 15 ივლისიდან უმასპინძლებს.
მნახველებს პარკში იშვიათი ჯიშის ცხოველები და ფრინველები დახვდებათ - ხალებიანი ირმები, ფლამინგოები, ლემურები და ა.შ. პარკში მისულ მოქალაქეებს იმ ხეების ნახვაც შეეძლებათ, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან დენდროლოგიურ პარკში მიაქვს.