Google მზადაა მედიას სიახლეებისთვის ფული გადაუხადოს

Google მზადაა, რომ ავსტრალიაში, ბრაზილიასა და გერმანიაში ხარისხიანი კონტენტისთვის ზოგიერთ მედიასაშუალებას ფული გადაუხადოს.

ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა გერმანულ Der Spiegel- თან, Frankfurter Allgemeine Zeitung-თან, Die Zeit-თან და Rheinische Post- თან, ავსტრალიურ Schartz Media-სთან, The Conversation-თან, Solstice Media-სთან, ისევე როგორც ბრაზილიურ Diarios Associados-თან და A Gazeta-სთან.

წლების განმავლობაში ამერიკული ინტერნეტ-გიგანტი ცდილობდა, რომ მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებისას თანხა არ გადაეხადა, რაც ევროპელ გამომცემლებში სერიოზულ კრიტიკას იმსახურებდა.

ახალი წესებით სალიცენზიო პოლიტიკა ვრცელდება Google News-ზე და Google Discover-ზე. Google-ში ასევე განაცხადეს, რომ კომპანია, თუ ეს შესაძლებელია, გადაიხდის ფასიან სტატიებზე ფულს, რათა უფასოდ მიაწოდოს მომხმარებელს კონტენტი და გაზარდოს აუდიტორია.