ნიუ-იურკის ბირჟაზე შაქრის ფასი რეკორდულად გაიზარდა

2020 წლის მეორე კვარტალში ნიუ-იორკის ბირჟაზე შაქრის ფასის ზრდამ ბოლო 4 წლის რეკორდი მოხსნა - წერს The Wall Street Journal-ი.

ხუთშაბათს ბირჟაზე ნედლეულის ფიუჩერსები ერთ ფუნტზე ერთბაშად 13%-ით, 12 ცენტით გაიზარდა. თუმცა ტრეიდერების პროგნოზით, ფასების ზრდა მალე დასრულდება და შაქრის ღირებულებაც დასტაბილურდება.

გამოცემის ინფორმაციით, წლევანდელი შაქრის ბაზრის არამდგრადობა ასახავს ტურბულენტობას ენერგეტიკულ ბაზრებზე. ეს გამოწვეულია იმით, რომ შაქრის კულტურები შეიძლება გადამუშავდეს ბიო-საწვავად (ეთანოლი).

შაქრის არსებული ფასები საფრთხეს წარმოადგენს ბრაზილიისთვის, რომელიც მსოფლიოში ნედლეულის უმსხვილესი მწარმოებელია. გარდა ამისა, მოთხოვნა შეიძლება დაეცეს, რადგან კორონავირუსის გამო დაწესებული საკარანტინო ზომები ხალხს აიძულებს სახლში დარჩნენ. ამ დროს კი მცირდება მოთხოვნა რესტორნებში, კაფეებსა თუ კინოთეატრებში ტკბილ სასმელზე.

შაქრის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მაისის ანგარიშის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შაქრის გლობალური მოხმარება დაახლოებით 2.1 მილიონი ტონით შემცირდა.