„ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა მუდმივი გამოწვევაა"

„ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშით წარდგენისას განაცხადა. გახარიას განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლა განვითარებადი ქვეყნების ერთ-ერთი მუდმივი გამოწვევაა. მისივე თქმით, რეგიონში საქართველო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით ლიდერია.

„საჯარო მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კორუფციას. კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებადი ეკონომიკებისთვის არის მუდმივი გამოწვევა. ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა. ჩვენ ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც ვიყენებთ კორფუციასთან ბრძოლისთვის. ამ მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ საქართველოში კორუციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას. მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში პირველი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში კი 44-ე ადგილზეა. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - განაცხადა გახარიამ.