სად წავიდეთ შაბათ-კვირას - ადგილები თბილისთან ახლოს, სადაც ოჯახთან ერთად იაფად დაისვენებთ

15 ივ­ნი­სი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ტუ­რიზ­მი გა­იხ­სნა და შე­სა­ბა­მი­სად, სამ­თვი­ა­ნი "დარ­ჩი სახ­ლში"-ს შემ­დეგ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­ნატ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ.

მათ­თვის, ვინც სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო დიდი ხნით ვერ ახერ­ხებს ქა­ლა­ქი­დან გას­ვლას, თა­ნაც იაფი და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ტვირ­თვა სურს შა­ბათ-კვი­რას, სა­ლაშ­ქრო ტუ­რე­ბი სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია.

AMBEBI.GE გა­მოც­დილ მო­ლაშ­ქრე­ებს ესა­უბ­რა და მათ ჰკი­თხა, რო­მელ მი­მარ­თუ­ლე­ბებს ურ­ჩე­ვენ ისი­ნი დე­და­ქა­ლაქთან ახ­ლოს ლაშ­ქრო­ბა­ში წას­ვლის მსურ­ვე­ლებს. მო­ლაშ­ქრე­თა კლუ­ბი "იე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, და­ვით ცა­ბოშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ად­გი­ლი თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 30-45 წუ­თის სა­ვალ­ზეა.

- ლაშ­ქრო­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, მარ­შრუ­ტი ვა­კის პარ­კი­დან მთაწ­მინ­დის პარ­კამ­დე გა­ი­ა­რონ, ჭი­ლის ტბა­ზე წა­ვიდ­ნენ, ასე­ვე, ზე­და­ზენ­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბავ­შვო ცენ­ტრია გა­კე­თე­ბუ­ლი. ვა­რი­ან­ტე­ბად შე­უძ­ლი­ათ, გა­ნი­ხი­ლონ არ­მა­ზის ციხე, კო­ჯორ­ში კო­ჯრის ციხე და ა.შ. ძა­ლი­ან ბევ­რი მარ­შრუ­ტია, რო­მე­ლიც ძვი­რი არ ჯდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი თით­ქმის უფა­სოა და ტრან­სპორ­ტი­რე­ბის და სხვა მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ჯია.

ეს ად­გი­ლე­ბი იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ უმე­ტე­სად, ის­ტო­რი­უ­ლია, კარ­გი ბუ­ნე­ბაა, სიგ­რი­ლე, შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი თბი­ლი­სის სი­ცხეს გას­ცდე­ბი­ან და გა­ნიტ­ვირ­თე­ბი­ან.

სა­ბავ­შვო ქა­ლა­ქი ზე­და­ზენ­ზე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე)

უფრო რომ და­გი­კონ­კრე­ტოთ, ზე­და­ზენ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლია "მო­კო­ლენ­დი", რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, ბავ­შვებ­ზეა გათ­ვლი­ლი, არის სა­ქა­ნე­ლე­ბი და ა.შ. იქვე - მცი­რე ზო­მის თავ­შე­სა­ფა­რია, წყა­ლი, სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლი, გზას­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ასე რომ, ფე­ხით სა­ვა­ლიც არ არის ბევ­რი და იქ წას­ვლა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ნე­ბის­მი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. ამას გარ­და, ად­გილ­ზე სიგ­რი­ლეა და ბავ­შვე­ბის­თვის ძა­ლი­ან კარ­გა­დაა მო­წყო­ბი­ლი, რაც თბი­ლის­ში გვაკ­ლია.

არ­მა­ზის ციხე (თბი­ლი­სი­დან მაქ­სი­მუმ 45 წუ­თის სა­ვალ­ზე)

არ­მა­ზის ცი­ხის ბი­ლიკ­ზე ორი ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლია - ღვთის­მშობ­ლის დე­და­თა მო­ნას­ტე­რი და თა­ვად არ­მა­ზის ციხე. ეს ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია, რად­გან სწო­რედ ამ ად­გი­ლას იდგა კერ­პე­ბი - გაცი და გა (გა­ი­მი). არის პა­ტა­რა მდი­ნა­რე, სიგ­რი­ლე, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზი­დან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა, ფე­ხით სა­ვა­ლი სულ რა­ღაც 4 კი­ლო­მეტ­რია, შე­სა­ბა­მი­სად, დამ­წყებ მო­ლაშ­ქრე­ებს სწო­რედ აქ შე­უძ­ლი­ათ წას­ვლა.

მდი­ნა­რეს­თან ახ­ლოს ძა­ლი­ან კარ­გი სა­ბა­ნა­კე ად­გი­ლე­ბია, გაშ­ლი­ლი ვე­ლე­ბი, მო­წყო­ბი­ლია სა­ცე­ცხლუ­რე­ბი, არც შე­შის პრობ­ლე­მაა. ერთი სი­ტყვით, შა­ბათ-კვი­რის გან­ტვირ­თვის­თვის, პიკ­ნი­კის მო­წყო­ბი­სა თუ და­ბა­ნა­კე­ბის­თვის, ძა­ლი­ან კარ­გი ად­გი­ლია.

ჭი­ლის ტბა (თბი­ლი­სი­დან 20 კი­ლო­მეტრში)

ეს ტბა თბი­ლის­თან ახ­ლო­საა, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლა­ოს ზე­მოთ. მდე­ბა­რე­ობს ზღვის დო­ნი­დან 1130 მეტრზე, გა­მო­ირ­ჩე­ვა ძა­ლი­ან კარ­გი ხე­დით. სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბაა, ულა­მა­ზე­სი ხედი თბი­ლის­ზე, რი­თიც ეს ად­გი­ლი ამით დიდ პლუსს იწერს. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა მწე­რე­ბია - ძა­ლი­ან ბევრ მწერს შეხ­ვდე­ბით, რად­გან ტბა ჭა­ო­ბის სა­ხი­თაა. იხილეთ სრულად