როგორი იქნება ბახმაროს დასასვენებელი პარკი, რომლის მშენებლობაზეც 1,373 მლნ ლარი დაიხარჯება (+ფოტო)

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში დასასვენებელი, თემატური პარკის მოსაწყობათ ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღორებულება 11 373 777 ლარს შეადგენს. ტენდერში განცხადბების მიღება 22 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება.

სამშენებლო მოედანი მდებარეობს დაბა ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში, საერთო ფართია დაახლოებით 13 805,00 კვ.მ. პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე არსებული პარკის სრულ რეაბილიტაციასა და ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტების მოწყობას. პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, საგამოფენო სივრცე, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები. ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები. გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.