დევისისა და ფედერაციის თასების ფინალების ჩატარება 2021 წლისთვის გადაიდო

დევისისა და ფედერაციის თასების ფინალების ჩატარება 2021 წლისთვის გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ავრცელებს.

როგორც ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული, დევისის თასის ფინალი, რომელიც წელს უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლის 22-28 ნოემბერს მადრიდში გაიმართება.

ფედერაციის თასი კი - მომავალი წლის 13-18 აპრილს ბუდაპეშტში ჩატარდება.

დევისისა და ფედერაციის თასების ფინალების მომავალი წლისთვის გადადების შესახებ გადაწყვეტილება ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო.