ნიდერლანდების მთავრობა ავიაკომპანია KLM-ს 3,4 მლრდ ევროს დახმარებას გაუწევს

ნიდერლანდების მთავრობა ავიაკომპანია KLM- ს, Air France-KLM- ის შვილობილ კომპანიას 3,4 მილიარდი ევროს (3,81 მილიარდი დოლარი) ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

როგორც Reuters-ი წერს, ჯერ კიდევ აპრილში საფრანგეთმა განაცხადა, რომ Air France SA-ს გადარჩენის გეგმა აქვთ, რომელიც 7 მილიარდ ევროს შეადგენს.

ნიდერლანდების ფინანსთა მინისტრის ვოპკე ჰოეკსტრას თქმით, KLM-ს დახმარების გეგმა მოიცავს 2,4 მლრდ ევროს საბანკო სესხს სახელმწიფოს გარანტიით და 1 მლრდ ევროს პირდაპირ სესხს.

”ეს პაკეტი საჭიროა იმისთვის, რომ KLM-მა და Air France-მა შეძლონ ჩვენს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი როლის გაგრძელება“ - განაცხადა ჰოეკსტრამ.

ფინანსური მხარდაჭერის გეგმა ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. გეგმის ნაწილის მიხედვით, კომპანიას მოუწევს პილოტებისთვის ხელფასების 20%-ით და მთლიანი ხარჯების კი 15%-ით შემცირება.

ამასთან, ნიდერლანდების მთავრობა KLM- ის დირექტორთა საბჭოში საკუთარ წარმომადგენელს შეიყვანს.