კონდიციონერი ის ერთ-ერთი ნივთია, რომლის ფასიც წელს 2,81%-ით გაიზარდა. კორონავირუსის პანდემიის გამო კი საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამ საშუალების იმპორტი თითქმის განახევრდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-მაისში საქართველო 32 ქვეყნიდან 12,402 მლნ დოლარის ღირებულების კონდიციონერი შემოვიდა. ეს კი 48,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან იანვარ-მაისში საქართველოში 23,920 მლნ დოლარის ღირებულების კონდიციონერების იმპორტი განხორციელდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ჰაერის კონდიცირების აღჭურვილობას ყიდულობს:
ჩინეთი - 4,839 მლნ დოლარი
სინგაპური - 3,137 მლნ დოლარი
თურქეთი - 1,639 მლნ დოლარი
ჰონ-კონგი - 644,8 ათასი დოლარი
იტალია - 343,9 ათასი დოლარი