20 მილიონი ლარით შემცირდა კულტურის ბიუჯეტი, ისევე, როგორც შემცირდა ყველა მიმართულების , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ბექა ოდიშარიას მიერ აღნიშნულ საკითხზე დასმულ კითხვას.
მთავრობის მეთაურის თქმით, კულტურის წარმომადგენლებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გეგმები.
„მუშავდება პროგრამები, როგორ ჩაერთონ ჩვენი კულტურის სფეროს წარმომადგენლები შიდა ტურიზმის რეკლამირების ნაწილში და თბილისის მერიასთან ერთად ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებები ჩატარდება“, - განაცხადა პრემიერმა.