მაია ცქიტიშვილი - 2021 წლიდან ყაზბეგში და იმერეთში წყალმომარაგება-წყალარინების 130 მილიონი ევროს პროექტები დაიწყება

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით იგეგმება როგორც ყაზბეგში, ასევე სამტრედიაში, ვანში და ბაღდათში წყალგაყვანილობის და წყალარინების მოწესრიგება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინიტრმა მაია ცქიტიშვილმა საქართველოს პარლამენტში, პლენარულ სესიაზე დეპუტატ მირიან წიკლაურის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, 130 მილიონი ევროს ღირებულების პროექტის დაწყება, ოთხივე ლოკაციაზე, 2021 წლიდან იქნება შესაძლებელი.

„ჩატარებულია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამჟამად ბანკთან მიმდინარეობს სასესხო ხელშეკრულების გაფორმება. სატენდერო პროცედურის გამართვა შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.