თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებლის ინიციატივით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოიყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 50 000 ლარი გამოიყო.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი საზანოსა და სიქთარვის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელ დიანა ფოცხვერაშვილსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწვია და სასურსათო ნობათი გადასცა, ასევე საყოფაცხოვრებო საკითხებზე გაესაუბრა და ჯანმრთელობა უსურვა.

საკვები პროდუქტებით დახმარება მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს.