მსოფლიო ბანკმა უკრაინას 350 მლნ დოლარის ოდენობის სესხი გამოუყო

მსოფლიო ბანკმა უკრაინას 350 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თანხა ქვეყანაში რეფორმების განსახორციელებლად გამოიყო, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღებისა და კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენის შესამსუბუქებლად.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, აღნიშნული სესხით მხარდაჭერილი რეფორმები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საკრედიტო ბაზრებისა და ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერებას და მოწყვლადი ასაკოვანი მოსახლეობის სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას პანდემიის ზეგავლენის შემსუბუქების მიზნით.

„როიტერსის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 1992 წლიდან მსოფლიო ბანკი უკრაინის განვითარების მთავარი პარტნიორია.