ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნები დასახელდა - რომელ პოზიციაზეა საქართველო

გამოცემა CEOWorld Magazine 2020 წლისთვის ქალებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნებს ასახელებს.

კვლევისას CEOWorld Magazine-მა ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე შეაფასა. რეიტინგის შედგენისას მათ ისეთი კრიტერიუმები გაითვალსიწინეს, როგორებიცაა ქალების უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ქალთა პროცენტული რაოდენობა აღმასრულებელ ორგანოში, თანაბარი შემოსავალი, განათლების დონე და სხვა. აღსანიშნავია, რომ კვლევა მსოფლიოს 156 ქვეყანას მოიცავს.

ქალებისთვის საუკეთესო ქვეყნების სიის პირველ ათეულში ევროპის 8 ქვეყანაა. პირველ ადგილს შვედეთი 99.7 ქულით იკავებს. მას დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, კანადა, ფინეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, საფრანგეთი და გერმანია მოჰყვებიან.

ქალებისთვის საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ქვეყნების ათეულში ძირითადად აფრიკისა და აზიის ქვეყნები მოხვდნენ. ბოლო, 156-ე ადგილი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკამ 12.93 ქულით დაიკავა. მას მოჰყვებიან სომალი, ჩადი, სირია, ნიგერი, ლესოთო, გვინე-ბისაუ, ავღანეთი, ანგოლა და იემენი.

რაც შეეხება საქართველოს, 156 ქვეყანას შორის 81.93 ქულით 52-ე ადგილს იკავებს. საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანი 50-ე ადგილზეა, სომხეთი 43-ზე, რუსეთი კი 35-ე ადგილზეა.

ბექა ბერიაშვილი