მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს, დაღუპულთა რიცხვმა კი ნახევარ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ი აქვეყნებს. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კოვიდ 19-სგან დაღუპულთა რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონზე მეტია.

ვირუსისგან დღემდე 5.4 მილიონი ადამიანი განიკურნა. ამჟამად მსოფლიოში დაინფიცირებულია 4.1 მილიონი ადამიანი, მათგან 57 000-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

კოვიდინფიცირებულების რაოდენობით აშშ, ბრაზილია და რუსეთი ლიდერობენ. აშშ-ში კორონავირუსის 2.5 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, ბრაზილიაში 1.3 მილიონი, ხოლო რუსეთში 600 000-ზე მეტი. Worldometers მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით დაინფიცირების 1 300-მდე, ხოლო გარდაცვალების 64-ზე მეტი შემთხვევა მოდის.