როგორი იქნება მსოფლიოში  ყველაზე მაღალი ხის ცათამბრჯენი, რომელიც სიდნეიში აშენდება

სიდნეიში რამდენიმე წელიწადში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ჰიბრიდული ცათამბრჯენი აშენდება. CNN-ის ინფორმაციით, ცათამბჯენში ტექნოლოგიური კომპანიის Atlassian-ის ოფისი განთავსდება.

ცათამბრჯენის აშენების იდეა და დიზაინი BVN design studio-სა და SHoP Architects-ს ეკუთვნით.

როგორც ცნობილია, ცათამბრჯენს სულ 40 სართული ექნება და თითოეულ მათგანზე გამწვანებასა და ეკოლოგიურ გარემოს დიდი ყურადღება მიექცევა. კომპანიის განმარტებით, შენობის ასაშენებლად ისინი მხოლოდ ხეს, მინასა და ფოლადს გამოიყენებენ.

ცათამბრჯენს იმავე ზომის სხვა შენობებისგან განსხვავებით, 50%-ით ნაკლები ენერგია დასჭირდება. ამასთან შენობა ფუნქციონირებისთვის საჭირო ელექტროენერგიის 100%-ს მზის ენერგიის პანელების მეშვეობით მიიღებს.

ცათამბრჯენის მშენებლობა 2025 წელს დასრულდება და მასში მუშაობას ერთდროულად კომპანია Atlassian-ის 4 000-მდე თანამშრომელი შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბრჯენი ნორვეგიის ქალაქ ბრუმუნდალში მდებარეობს. შენობის სიმაღლე 85 მეტრია.

ბექა ბერიაშვილი