ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში, შესაძლოა, სოციალური დისტანცირების შეზღუდვა ხელახლა დააწესონ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 75 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ყველაზე დიდი დღიური მაჩვენებელია ბოლო 2 თვის მანძილზე.
ვიქტორიას შტატში, სადაც 6 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მაისში დაიწყო.
ცნობისათვის, პანდემიის გავრცელების დღიდან ავსტრალიაში კორონავირუსის 7 764 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 7 007 და დაღუპულია 104 ადამიანი.