Facebook-ს ბოიკოტს Starbucks-ი და Pepsi-ც უცხადებენ

ბოიკოტს, რომელიც ამერიკულმა კომპანიებმა Facebook-ს გამოუცხადეს, მხარი Starbucks-მაც დაუჭირა.

კომპანიამ ივლისსა და აგვისტოში სოციალურ ქსელში რეკლამირებაზე უარი განაცხადა.

FOX Business- ის თანახმად, ანალოგიურ გადაწყვეტილებაზე განცხადების გაკეთებას Pepsi-ც აპირებს.

ჯამში, ბოიკოტს ასზე მეტი კორპორაცია შეუერთდა. მათ მიაჩნიათ, რომ Facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები არ აკონტროლებენ სიძულვილის პუბლიკაციებს.

აღსანიშნავია, რომ კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმამ, Facebook-ის საბაზრო ფასი 7.2 მილიარდით შეამცირა და ბოლო მონაცემებით, ის 56 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება თავად ცუკერბერგის ქონებას, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ის 82.3 მილიარდამდე დაეცა.