ამერიკაში ფიქალის ნავთობის ბაზრის მთავარი მოთამაშე გაკოტრდა

ამერიკაში ფიქალის ნავთობის ბაზრის მთავარი მოთამაშე გაკოტრდა. კომპანია Chesapeake Energy-მ გაკოტრებისა და კრედიტორებისგან დაცვის მიზნით სასამართლოს უკვე მიმართა.

თითქმის 9,5 მლრდ დოლარის სესხებით Chesapeake Energy გახდა ყველაზე დიდი მსხვერპლი იმ სანავთობო შოკისა, რომელიც გაზაფხულზე იყო.

აღსანიშნავია, რომ Chesapeake Energy ფიქალის ნავთობის სექტორში პირველი კომპანია არაა, რომელმაც გაკოტრება გამოაცხადა. აპრილში ამერიკაში გაკოტრება ფიქალის ნავთობის კიდევ ერთმა მთავარმა მოთამაშემ Whiting Petroleum-მა გამოაცხადა.

საერთო ჯამში, New York Times- ის თანახმად, 2020 წელს თავი გაკოტრებულად გაზის და ნავთობის სექტორში მოქმედმა 12-მა კომპანიამ გამოაცხადა და მოითხოვა კრედიტორებისგან დაცვა გაკოტრების შესახებ კანონის მე-11 თავით გათვალისწინებული უფლებების დაცვით.