OMP Petrom – ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით

ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი გაერთიანება OMV Group-ში შემავალმა კომპანია OMP Petrom-მა 2020 წლის 22 ივნისს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა და საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, შავი ზღვის შელფზე ნავთობისა და გაზის ძიება - მოპოვების გენერალური ლიცენზია მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

OMP Petrom-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პიტერ ცაილინგერის განცხადეით, კომპანია შავი ზღვის რეგიონში საქმიანობის გაფართოების მიზნით გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებს.

„ჩვენ მივყვებით ჩვენს გეგმებს შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე საქმიანობის გაფართოების კუთხით. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, რომელიც შედის Han Asparuh (ჰან ასპარუჰის) საძიებო ლიცენზიაში ბულგარეთის ოფშორში. ეს რუმინეთის შავი ზღვის წყლებში ჩვენი 40-წლიანი გამოცდილების ბუნებრივი გაგრძელებაა,“ - განაცხადა პიტერ ცეილინგერმა.

უწყების ცნობით, აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის რუმინეთის კონტინენტურ შელფზე კვლევა 1969 წელს დაიწყო. ნახშირწყალბადების პირველი მარაგი შელფზე აღმოაჩინეს 1980 წელს, ხოლო მოპოვება - 1987 წელს. ამჟამად OMV Petrom - ი, რომელიც სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანიაა, აწარმოებს საძიებო, განვითარებისა და წარმოების საქმიანობას წყალმარჩხ ადგილებში (ისტრიას ბლოკი) და ExxonMobil-თან თანამშრომლობით საძიებო სამუშაოებს ღრმაწყლოვან ზონებში (ნეპტუნის ღრმა წყლები).