Facebook-ის საბაზრო ღირებულება 58,5 მლრდ დოლარს შეადგენს, აქციების ფასი კი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 242 დოლარიდან 220 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება სოციაური ქსელის დამაარსებლის მარკ ცუკერბერგის ქონებას, ერთ კვირაში მან 8 მლრდ დოლარი დაკარგა. Bloomberg-ის მონაცემებით, დღეს მარკ ცუკერბერგის ქონება 81,9 მლრდ დოლარს შეადგენს, სულ რაღაც ერთი კვირის წინ კი ცუკერბერგის ქონება 91,9 მლრდ დოლარი იყო.
Facebook-ის კაპიტალიზაციის და მარკ ცუკერბერგის ქონების შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკული კორპორაციების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარის თმა გახდა. კომპანიების ნაწილი მინიმუმ ერთი თვის განმავლბაში Facebook-ზე სარეკლამო აქტივობას წყვეტენ.
კომპანიების არასრული სია, რომელთაც Facebook-ში რეკლამის განთავსება დროებით შეაჩერეს, ასე გამოიყურება: North Face, Coca-Cola, PepsiCo, რეკლამის მსხვილი კომპანია Unilever, Starbucks,Adidas, Reebok, Ford, Verizon, Unilever, Microsoft, Beam suntory, Dashlane, Levi Strauss, Denny's, Hewlett-Packard (HP) და ა.შ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიების მიერ რეკლამებზე უარის თქმის მიზეზი Facebook-ის მხრიდან არსებულ პრობლემებზე არასათანადო რეაგირება გახდა. მათი თქმით, კომპანიამ ვერ აღკვეთა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის გავრცელების გახშირებული შემთხვევები. ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ ის რეკლამები, რომლებიც სიძულვილის ენას შეიცავენ ან საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფისთვის მიუღებელია, საიტზე არ განთავსდება.
2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, Facebook-ის სარეკლამო შემოსავლებმა 17,44 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 17%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.