კორონავირუსის შემთხვევების ხელახალი მატება ძვირფასი მეტალის ფასებზე უკვე აისახა.
როგორც Reuters-ი წერს, ოქროს ღირებულება 8 წლის მაქსიმუმზეა და უნციაზე 1770,83 დოლარს შეადგენს. ამაზე ოდნავ ძვირი ოქრო მხოლოდ 2012 წლის ოქტომბერი ღირდა, მაშინ ერთი უნციის ფასი 1.779.06 დოლარი იყო.
ექსპერტები ოქროს ფასის 1 800 დოლარამდე გაძვირებას პროგნოზირებენ. როგორც CMC Markets UK-ის ანალიტიკოსი მაიკლ ჰუსონი აცხადებს, პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, შენელდება ეკონომიკის ყველა სექტორის გაჯანსაღება, ოქრო კი გახდება აქტივი, რაზეც დიდი მოთხოვნა გაჩნდება.
ოქროს გარდა გაძვირდა სხვა ძვირფასი ლითონებიც. პალადიუმის ფასი გაიზარდა 1.51% -ით და მიაღწია 1.888.14 დოლარს უნციაზე, ვერცხლის ფასი გაიზარდა 0.73% -ით და უნციაზე 17.88 აშშ დოლარი შეადგინა. 2.3%-ით უნციაზე 809.19 დოლარამდე გაძვირდა პლატინა.