Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის

დღეიდან, ხალიკ ბანკის საქართველოს მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა Apple Pay.

Apple Pay-ს საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ გადახდების შესრულება iPhone-ით, Apple Watch-ით, iPad-ით და Mac-ით, სწრაფად და უსაფრთხოდ.

Apple Pay-ს მხარდაჭერა აქვს ნებისმიერ POS ტერმინალს ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებს ყველგან შეუძლიათ გადახდების შესრულება.

უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა მთავარი უპირატესობა არის Apple Pay-ს. თქვენ როდესაც იყენებთ საბანკო ბარათს Apple Pay-თ, რეალური ბარათის ნომერი არ ინახება მოწყობილობაზე ან Apple-ის სერვერებზე. ბარათის ნომრის მაგივრად, ენიჭება მოწყობილობის უნიკალური ნომერი, რომელიც დაშიფრულად ინახება თქვენს მოწყობილობაზე. თითოეული ტრანზაქცია ავტორიზებულია ერთჯერადი უნიკალური და დინამიური უსაფრთხოების კოდით.

iPhone-ით და Apple Watch-ით, მომხმარებლებს შეუძლიათ Apple Pay-ის საშუალებით გადახდების შესრულება, მაღაზიებში, რესტორნებში, ტაქსიში და სხვ. ასევე, აპლიკაციებში ან ვებ გვერდებზე გადახდისას, თქვენ აღარ გჭირდებათ ბარათის ნომრის და სხვა ინფორმაციის შეყვანა. Apple Pay-თ შესრულებული ყველა ტრანზაქცია ავტორიზებულია Face ID-ით, Touch ID-ით ან მოწყობილობის პასკოდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის Apple Pay-ს შესახებ ეწვიეთ ბმულს: http://www.apple.com/apple-pay/

ხალიკ ბანკი საქართველო - ყაზახეთის სახალხო ბანკის შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობას 2008 წლიდან შეუდგა. ხალიკ ბანკი საქართველო 100%-იანი წილის მფლობელი არის ყაზახეთის სახალხო ბანკი, რომელიც საკუთარი არსებობის 95 წელზე მეტს ითვლის. ბანკს მილიონობით მომხმარებლების ნდობა აქვს მოპოვებული და 2006 წლიდან ყაზახეთის სახალხო ბანკის აქციები წარმატებით ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ხალიკ ბანკი საქართველო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს: საბანკო ბარათები და სხვა გადახდის საშუალებები, ბანკომატების, POS და mPOS ტერმინალების ექვაირინგი, ელექტრონული კომერცია, საცალო და ბიზნეს სესხები, ფულადი გზავნილები, დისტანციური სერვისები და სხვ.

ხალიკ ბანკი საქართველოს შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://halykbank.ge

(R)