ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 1,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 2 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ორივე შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.