შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“ სიგარეტისა და თამბაქოს ნაწარმის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქე ლ.გ-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და თამბაქოს ნაწარმი 10,000 ღერი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.