Pizza Hut და Wendy's შესაძლოა, გაკოტრდნენ

კომპანია NPC International Inc, რომელიც ცნობილ ამერიკულ სარესტორნო ქსელებს ფლობს, გაკოტრების პირასაა. The Wall Street Journal-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პანდემიის შემდგომი გახსნიდან, ორივე ბრენდმა მკვეთრად გაზარდა გაყიდვები, მაგრამ როგორც ჩანს, ეკონომიკის დახურვამ მათ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა.

Pizza Hut-ის ქსელი 1200-ზე მეტ რესტორანს მოიცავს, Wendy's-ში კი 385 რესტორანია გაერთიანებული.

NPC International Inc კრედიტორებისგან დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვას ამზადებს, რის უფლებასაც, გაკოტრებაზე ამერიკული კოდექსის მე-11 მუხლი აძლევს.

იანვრის მონაცემებით, NPC International Inc-ის დაახლოებით 800 მილიონ დოლარის კრედეტებზე პროცენტები აქვს გადაცილებული. ამის გამო, სარეიტინგო კომპანიებმა, S&P Global Ratings-მა და Moody's Investors Service-მა ამ კომპანიის გადახდისუნარიანობის შეფასება შეკვეცეს. ამის გამო, NPC-ს კრედიტორებთან გაკოტრების თემაზე, მოლაპარაკება ჰქონდა დაწყებული

საინტერესოა, რომ პანდემიურმა დახურვამ, Pizza Hut -ზე დადებითად იმოქმედა - მართალია, მომხმარებელი რესტორნებში ვიზიტს ვერ ახერხებდა, მაგრამ მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილზე მიტანის შეკვეთები. შედეგად, მაისში გაყიდვების მოცულობა, ბოლო რვა წლის რეკორდული იყო. მაისის განმავლობაში, რესტორნების გაყიდვებიც 10 პროცენტით გაიზარდა.