70 წელს ზემოთ პენსიონერებს, დღეიდან, 1-ელი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს.
გარდა ამისა, მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება.
პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.