„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება

„თბილღვინო“ კორონავირუსის მიერ გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, აქტიურად განაგრძობს მოქმედებას.

აღნიშნული მოიაზრებს უკიდურესად შეჭირვებაში მყოფი ოჯახების დახმარებას საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით გურჯაანისა და ყვარლის რაიონებში.

ადგილობრივი მერიის ხელშეწყობით მოხდა 200 შეჭირვებული ოჯახისთვის სასურსათო პაკეტების დარიგება.

კომპანია ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას ჯერ კიდევ მარტში შეუერთდა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „თბილღვინომ“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაციის ფონზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, კომპანიას არცერთ ეტაპზე არ შეუჩერებია საქმიანობა, მათ შორის ვენახების გაშენება. „თბილღვინომ“ სოფელ ენისელში წელს 42 ჰექტარზე გააშენა ვენახი, სადაც დამატებით 50 სამუშაო ადგილი შეიქმნა. კომპანიის მფლობელობაში 270 ჰექტარი ვენახია, სადაც, ჯამში, 350 სამუშაო ადგილია.

„ჩვენ ვაცნობიერებთ, რაოდენ კრიტიკულია საკითხი, პანდემიას მოჰყვება მძიმე ეკონომიკური სირთულეები. ამიტომ გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ ჩვენი წვლილის შეტანა მდგომარეობის შესამსუბუქებლად. ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში შევიმუშავეთ ზომები და შევძელით წარმოების პროცესის სრული ციკლის გადაწყობა. შედეგად მივიღეთ 14%-იანი ზრდა ექსპორტზე (5 თვის მონაცემი), წარმატებით გავაშენეთ ვენახები და შევასრულეთ სხვა მიმდინარე პროექტები. დღესაც აქტიურად გრძელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა როგორც თბილისის, ისე ყვარლის მეღვინეობაში“, - აცხადებენ კომპანიაში.

(R)